“რატომ არ უნდა იყოს საკლასო ოთახში კომპიუტერი”
ვინც ფიქრობს, რომ ქართველი ბავშვი თავის უცხოელ თანატოლს უსათუოდ ჩამორჩება, თუ “რატომ არ უნდა იყოს საკლასო ოთახში კომპიუტერი”
ვინც ფიქრობს, რომ ქართველი ბავშვი თავის უცხოელ თანატოლს უსათუოდ ჩამორჩება, თუ პატარაობიდანვე კომპიუტერს არ დაეუფლება, გავახსენებ მსოფლიოში ცნობილ ადამიანს, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს, კლიფორდ სტოლს. მან სახელი ჯერ კიდევ 60-იან წლებში გაითქვა, როდესაც ინტერნეტში აღმოაჩინა ჰაკერის კვალი, მისდია მას და გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ეს ჰაკერი გერმანელი მარკუს ჰესე იყო, რომელიც ამერიკის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტებს იპარავდა და ყიდდა რუსეთის კა-გე-ბეზე. ამ ადამიანს “ინტერნეტ გურუსაც” კი უწოდებენ. ასე რომ, კლიფორდ სტოლს ნამდვილად არ ესწავლება კომპიუტერისა თუ ინტერნეტის მნიშვნელობა თანამედროვეობისთვის. მიუხედავად ამისა, სწორედ მან დაწერა წიგნი, რომლის სათაურია “რატომ არ უნდა იყოს საკლასო ოთახში კომპიუტერი”. იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოზარდი ორიოდ თვეში აითვისებს ყველა ოპერაციას კომპიუტერზე, რომლის გამოყენებაც პროფესიულ საქმიანობასა თუ ყოველდღიურობაში თავისუფლად შეეძლება. სულაც არ არის საჭირო წლების განმავლობაში მივაჯაჭვოთ ბავშვები კომპიუტერს და მათი ჯანმრთელობა დავაზიანოთ.
ინტერნეტმანია ნარკომანიას უტოლდება
მანიაკალური დამოკიდებულება ვირტუალური სამყაროს მიმართ XXI საუკუნის სენად იქცა. დასავლელ მეცნიერთა კვლევების თანახმად, დღეს პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელთა 10% “დაავადებულია” ე.წ. ინტერნეტდამოკიდებულებით. ევროპასა და ამერიკაში უკვე გახსნილია საგანგებო კლინიკები ამ, აქამდე უცნობ დაავადებასთან საბრძოლველად, რომელიც ალკოჰოლზე და ნარკოდამოკიდებულებაზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. მაგრამ არის კი ეს მოვლენა დაავადება, ან როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?
მეცნიერებმა დაადგინეს ინტერნეტმანიის ხუთი მახასიათებელი:
*სამსახურში მისვლისა და შინ დაბრუნებისთანავე ინტერნეტში შესვლის დაუოკებელი სურვილი;
*გადაწყვეტილება – “კიდევ ხუთი წუთი მონიტორთან” და… გათენებამდე ვერ წყდებით ეკრანს.
*უპირატესობას ანიჭებთ სოციალურ ქსელებს, სკაიპს, ნაცვლად იმისა, რომ ცოცხალი კონტაქტი იქონიოთ მეგობრებთან – დაურეკოთ ან შეხვდეთ მათ, ანუ ვირტუალური ურთიერთობა სულ უფრო მიმზიდველი ხდება;
*კომპიუტერისგან შორს მყოფიც კი, იმაზე ოცნებობთ, როდის მიუჯდებით მონიტორს.
*ინტერნეტი რეალური ცხოვრებიდან გაქცევის შანსს გაძლევთ.
საბოლოოდ, ქიმბერლი იანგი მივიდა დასკვნამდე, რომ ქსელური სივრცის
მიმართ ლტოლვა, ძირითადად, რეალობიდან გაქცევის სურვილია.
კომპიუტერების გაჩენამ უზარმაზარ შესაძლებლობებთან ერთად ახალი საფიქრალი გაუჩინა მშობლებს: საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ვრცელდება შეხედულება იმის შესახებ, რომ კომპიუტერულ თამაშებს ზიანის მეტი არაფერი მოაქვს ჩვენი შვილებისთვის.
ყოველწლიურად სათამაშო ინდუსტრიაში იდება დაახლოებით 13 მილიარდი აშშ დოლარი და ეთიკური დისკუსია ამ თამაშების შინაარსობრივი შემცველობის შესახებ ჯერ არ დასრულებულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს კომპიუტერული თამაშების ორი კატეგორია: თამაშები, რომლებიც არ შეიცავენ ძალადობის ელემენტებს და თამაშები, რომლებიც ამგვარი ელემენტების სიუხვით გამოირჩევიან. შესაბამისად, მათი ზემოქმედებაც სხვადასხვაგვარად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. პირველი კატეგორიის თამაშებს სარგებლობის მოტანაც შეუძლიათ (რეაქციის სისწრაფე, ხელის წვრილი მოტორიკა, მეხსიერება და ყურადღება, ლოგიკური აზროვნება), მაშინ როდესაც ძალადობის შემცველ თამაშებს ზიანის გარდა არაფერი მოაქვთ. მაგრამ თუ სათამაშოდ გამოყოფილი საათობრივი რეჟიმი არ სრულდება და ბავშვი საათობით უზის თუნდაც უწყინარ თამაშს, კომპიუტერი ამ შემთხვევაში მეგობრის ნაცვლად მტრად მოგვევლინება.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ყოველ საბავშვო ასაკს კომპიუტერთან ყოფნის თავისი საათობრივი შეზღუდვა აქვს, კერძოდ, 3-4 წლის ასაკში ბავშვი კომპიუტერთან შეიძლება იმყოფებოდეს 25 წუთი, 5-6 წლის ასაკში-35 წუთი, 7-8 წლის ასაკში კი 40 წუთი. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ბავშვის დაშვება კომპიუტერულ თამაშებთან მიზანშეწონილია არა უადრეს 12-14 წლის ასაკისა.
გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაჩნდა უამრავი შეტყობინება იმის შესახებ, რომ კომპიუტერული თამაშები უქმნის საშიშროებას მოზარდთა ფსიქიკას. Aმთავარი ბრალდება ამ დროს შეეხება იმ დამოკიდებულებას, რომელიც უვითარდება მოზარდს, თუ ის ვერ წყდება კომპიუტერულ თამაშებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს რეალური ცხოვრებისგან მოწყვეტა, ფიზიკური სისუსტე, უძილობა, რაც თავის მხრივ, ფსიქიკაზეც აისახება.
მსოფლიო ფსიქოლოგიური პრაქტიკიდან ცნობილია ერთი შემთხვევა, რომელიც ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია კომპიუტერულ თამაშებს, როდესაც არ ხდება სათანადო რეჟიმის დაცვა.
ერთმა შეძლებულმა ქალმა, რომელიც სათანადო დროს ვერ უთმობდა საკუთარ 7 წლის გოგონას, გადაწყვიტა მისთვის კომპიუტერი ეყიდა. მალე კომპიუტერულმა თამაშებმა უდიდესი ადგილი დაიკავეს გოგონას ცხოვრებაში: ის საათობით იჯდა კომპიუტერის მონიტორთან და თამაშობდა. ერთხელ, დედამ სახის ფერის სიმკრთალე შეამჩნია გოგონას და ძიძას დაავალა მისი სუფთა ჰაერზე გასეირნება. თქვენ წარმოიდგინეთ, სეირნობის დროს, გოგონამ ვერ დაინახა მის წინ აღმართული ბოძი და დაეჯახა მას. ამ ეპიზოდიდან ნათლად ჩანს, რომ ვირტუალურმა სინამდვილემ გოგონას ცნობიერებაში შეცვალა რეალური. ყველამ კარგად ვიცით, რომ კომპიუტერული თამაშის დროს იგივე ბოძი თავისით გაიწევა, თუ შესაბამის ღილაკს დავაჭერთ თითს.
მეცნიერებმა შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც განუწყვეტლივ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, არ უვითარდებათ თავის ტვინის ფრონტალური უბნები, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობენ ადამიანის ქცევის მართვის და სწავლის პროცესში მეხსიერების მუშაობის დროს.
პროფესორმა რაიატა კავაშიმამ, რომელიც სამეცნიერო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, თავისი გამოკვლევები ასე განაზოგადა: “თანამედროვე ბავშვების თაობას, რომელიც ვიდეოთამაშებითაა გატაცებული, უდიდესი პრობლემები ექნება.” კავაშიმა ამტკიცებს, რომ კომპიუტერული თამაშებით გადაჭარბებული თამაში გამოიწვევს ძალადობის გამოვლინებას რეალურ ცხოვრებაში ემოციების გაკონტროლების უუნარობის გამო.
ფსიქოლოგების აზრით, როდესაც ბავშვი თამაშობს ძალადობის ელემენტების შემცველ კომპიუტერულ თამაშს, აგრესიული ემოციები ვერ პოულობენ გამოსავალს, ისინი პირიქით, გროვდებიან. და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რაიმე პრობლემა აწუხებს, ვინმემ აწყენინა, მისი აგრესია კომპიუტერული თამაშის ვირტუალური გმირებისკენ კი არ იქნება მიმართული, არამედ დაგროვდება მათ მიმართ, ვინც ბავშვს აწყენინა. ის გახდება უფრო აგზნებადი და აგრესიული.
ძალადობის და მკვლელობის შემცველი კომპიუტერული თამაშები სახიფათოა ბავშვის ფსიქიკისთვის: ავითარებს მათში აგრესიას, ავიწროებს მათი ინტერესების სფეროს, აღარიბებს ემოციონალურ სამყაროს, იწვევს მხედველობის გაუარესებას, ფიზიკურ სისუსტეს.
ამგვარი თამაშები განსაკუთრებით საზიანოა ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მქონე მოზარდებისთვის. ერთ ჩაკეტილი ტიპის ფსიქიატრიულ კლინიკაში ფსიქოლოგების მიერ იქნა ჩატარებული მცირეწლოვანი ბოროტმოქმედების გამოკითხვა და დადგინდა, რომ ყველა მათგანი განუწყვეტლივ თამაშობდა ძალადობის შემცველ კომპიუტერულ თამაშებს.
ბავშვი და მოზარდი მაშინ ხდება კომპიუტერული თამაშების მსხვერპლი, როდესაც რეალურ სამყაროს არ შეუძლია მათთვის სხვა სრულფასოვანი საქმიანობის შეთავაზება. არ არის საჭირო კომპიუტერისთვის ბრძოლის გამოცხადება, ეს კარგს არაფერს მოიტანს, რადგან მას უდიდესი სარგებლობის მოტანაც შეუძლია. უმჯობესია, ჩავწვდეთ საკუთარი შვილების ნამდვილ მისწრაფებებს – და გამოვნახოთ დრო და საშუალება იმისათვის, რომ დავუთმოთ მათ დრო, მოვუსმინოთ, ერთად ვითამაშოთ.
ინტერნეტისგან თავის დასაცავი აბები ჯერჯერობით აფთიაქში არ იყიდება. ამიტომ ერთადერთი გზა ხსნისა თვითკონტროლია – შეეცადეთ მხოლოდ მაშინ ეწვიოთ ინტერნეტს, როდესაც ის აუცილებლად გჭირდებათ.
ბევრი ადამიანი დარდობს წიგნის მომავალზე. შეიძლება რომ წიგნი რამემ შეცვალოს?“პატარაობიდანვე კომპიუტერს არ დაეუფლება, გავახსენებ მსოფლიოში ცნობილ ადამიანს, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს, კლიფორდ სტოლს. მან სახელი ჯერ კიდევ 60-იან წლებში გაითქვა, როდესაც ინტერნეტში აღმოაჩინა ჰაკერის კვალი, მისდია მას და გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ეს ჰაკერი გერმანელი მარკუს ჰესე იყო, რომელიც ამერიკის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტებს იპარავდა და ყიდდა რუსეთის კა-გე-ბეზე. ამ ადამიანს “ინტერნეტ გურუსაც” კი უწოდებენ. ასე რომ, კლიფორდ სტოლს ნამდვილად არ ესწავლება კომპიუტერისა თუ ინტერნეტის მნიშვნელობა თანამედროვეობისთვის. მიუხედავად ამისა, სწორედ მან დაწერა წიგნი, რომლის სათაურია “რატომ არ უნდა იყოს საკლასო ოთახში კომპიუტერი”. იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოზარდი ორიოდ თვეში აითვისებს ყველა ოპერაციას კომპიუტერზე, რომლის გამოყენებაც პროფესიულ საქმიანობასა თუ ყოველდღიურობაში თავისუფლად შეეძლება. სულაც არ არის საჭირო წლების განმავლობაში მივაჯაჭვოთ ბავშვები კომპიუტერს და მათი ჯანმრთელობა დავაზიანოთ.
ინტერნეტმანია ნარკომანიას უტოლდება
მანიაკალური დამოკიდებულება ვირტუალური სამყაროს მიმართ XXI საუკუნის სენად იქცა. დასავლელ მეცნიერთა კვლევების თანახმად, დღეს პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელთა 10% “დაავადებულია” ე.წ. ინტერნეტდამოკიდებულებით. ევროპასა და ამერიკაში უკვე გახსნილია საგანგებო კლინიკები ამ, აქამდე უცნობ დაავადებასთან საბრძოლველად, რომელიც ალკოჰოლზე და ნარკოდამოკიდებულებაზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. მაგრამ არის კი ეს მოვლენა დაავადება, ან როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?
მეცნიერებმა დაადგინეს ინტერნეტმანიის ხუთი მახასიათებელი:
*სამსახურში მისვლისა და შინ დაბრუნებისთანავე ინტერნეტში შესვლის დაუოკებელი სურვილი;
*გადაწყვეტილება – “კიდევ ხუთი წუთი მონიტორთან” და… გათენებამდე ვერ წყდებით ეკრანს.
*უპირატესობას ანიჭებთ სოციალურ ქსელებს, სკაიპს, ნაცვლად იმისა, რომ ცოცხალი კონტაქტი იქონიოთ მეგობრებთან – დაურეკოთ ან შეხვდეთ მათ, ანუ ვირტუალური ურთიერთობა სულ უფრო მიმზიდველი ხდება;
*კომპიუტერისგან შორს მყოფიც კი, იმაზე ოცნებობთ, როდის მიუჯდებით მონიტორს.
*ინტერნეტი რეალური ცხოვრებიდან გაქცევის შანსს გაძლევთ.
საბოლოოდ, ქიმბერლი იანგი მივიდა დასკვნამდე, რომ ქსელური სივრცის
მიმართ ლტოლვა, ძირითადად, რეალობიდან გაქცევის სურვილია.
კომპიუტერების გაჩენამ უზარმაზარ შესაძლებლობებთან ერთად ახალი საფიქრალი გაუჩინა მშობლებს: საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ვრცელდება შეხედულება იმის შესახებ, რომ კომპიუტერულ თამაშებს ზიანის მეტი არაფერი მოაქვს ჩვენი შვილებისთვის.
ყოველწლიურად სათამაშო ინდუსტრიაში იდება დაახლოებით 13 მილიარდი აშშ დოლარი და ეთიკური დისკუსია ამ თამაშების შინაარსობრივი შემცველობის შესახებ ჯერ არ დასრულებულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს კომპიუტერული თამაშების ორი კატეგორია: თამაშები, რომლებიც არ შეიცავენ ძალადობის ელემენტებს და თამაშები, რომლებიც ამგვარი ელემენტების სიუხვით გამოირჩევიან. შესაბამისად, მათი ზემოქმედებაც სხვადასხვაგვარად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. პირველი კატეგორიის თამაშებს სარგებლობის მოტანაც შეუძლიათ (რეაქციის სისწრაფე, ხელის წვრილი მოტორიკა, მეხსიერება და ყურადღება, ლოგიკური აზროვნება), მაშინ როდესაც ძალადობის შემცველ თამაშებს ზიანის გარდა არაფერი მოაქვთ. მაგრამ თუ სათამაშოდ გამოყოფილი საათობრივი რეჟიმი არ სრულდება და ბავშვი საათობით უზის თუნდაც უწყინარ თამაშს, კომპიუტერი ამ შემთხვევაში მეგობრის ნაცვლად მტრად მოგვევლინება.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ყოველ საბავშვო ასაკს კომპიუტერთან ყოფნის თავისი საათობრივი შეზღუდვა აქვს, კერძოდ, 3-4 წლის ასაკში ბავშვი კომპიუტერთან შეიძლება იმყოფებოდეს 25 წუთი, 5-6 წლის ასაკში-35 წუთი, 7-8 წლის ასაკში კი 40 წუთი. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ბავშვის დაშვება კომპიუტერულ თამაშებთან მიზანშეწონილია არა უადრეს 12-14 წლის ასაკისა.
გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაჩნდა უამრავი შეტყობინება იმის შესახებ, რომ კომპიუტერული თამაშები უქმნის საშიშროებას მოზარდთა ფსიქიკას. Aმთავარი ბრალდება ამ დროს შეეხება იმ დამოკიდებულებას, რომელიც უვითარდება მოზარდს, თუ ის ვერ წყდება კომპიუტერულ თამაშებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს რეალური ცხოვრებისგან მოწყვეტა, ფიზიკური სისუსტე, უძილობა, რაც თავის მხრივ, ფსიქიკაზეც აისახება.
მსოფლიო ფსიქოლოგიური პრაქტიკიდან ცნობილია ერთი შემთხვევა, რომელიც ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია კომპიუტერულ თამაშებს, როდესაც არ ხდება სათანადო რეჟიმის დაცვა.
ერთმა შეძლებულმა ქალმა, რომელიც სათანადო დროს ვერ უთმობდა საკუთარ 7 წლის გოგონას, გადაწყვიტა მისთვის კომპიუტერი ეყიდა. მალე კომპიუტერულმა თამაშებმა უდიდესი ადგილი დაიკავეს გოგონას ცხოვრებაში: ის საათობით იჯდა კომპიუტერის მონიტორთან და თამაშობდა. ერთხელ, დედამ სახის ფერის სიმკრთალე შეამჩნია გოგონას და ძიძას დაავალა მისი სუფთა ჰაერზე გასეირნება. თქვენ წარმოიდგინეთ, სეირნობის დროს, გოგონამ ვერ დაინახა მის წინ აღმართული ბოძი და დაეჯახა მას. ამ ეპიზოდიდან ნათლად ჩანს, რომ ვირტუალურმა სინამდვილემ გოგონას ცნობიერებაში შეცვალა რეალური. ყველამ კარგად ვიცით, რომ კომპიუტერული თამაშის დროს იგივე ბოძი თავისით გაიწევა, თუ შესაბამის ღილაკს დავაჭერთ თითს.
მეცნიერებმა შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც განუწყვეტლივ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, არ უვითარდებათ თავის ტვინის ფრონტალური უბნები, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობენ ადამიანის ქცევის მართვის და სწავლის პროცესში მეხსიერების მუშაობის დროს.
პროფესორმა რაიატა კავაშიმამ, რომელიც სამეცნიერო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, თავისი გამოკვლევები ასე განაზოგადა: “თანამედროვე ბავშვების თაობას, რომელიც ვიდეოთამაშებითაა გატაცებული, უდიდესი პრობლემები ექნება.” კავაშიმა ამტკიცებს, რომ კომპიუტერული თამაშებით გადაჭარბებული თამაში გამოიწვევს ძალადობის გამოვლინებას რეალურ ცხოვრებაში ემოციების გაკონტროლების უუნარობის გამო.
ფსიქოლოგების აზრით, როდესაც ბავშვი თამაშობს ძალადობის ელემენტების შემცველ კომპიუტერულ თამაშს, აგრესიული ემოციები ვერ პოულობენ გამოსავალს, ისინი პირიქით, გროვდებიან. და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რაიმე პრობლემა აწუხებს, ვინმემ აწყენინა, მისი აგრესია კომპიუტერული თამაშის ვირტუალური გმირებისკენ კი არ იქნება მიმართული, არამედ დაგროვდება მათ მიმართ, ვინც ბავშვს აწყენინა. ის გახდება უფრო აგზნებადი და აგრესიული.
ძალადობის და მკვლელობის შემცველი კომპიუტერული თამაშები სახიფათოა ბავშვის ფსიქიკისთვის: ავითარებს მათში აგრესიას, ავიწროებს მათი ინტერესების სფეროს, აღარიბებს ემოციონალურ სამყაროს, იწვევს მხედველობის გაუარესებას, ფიზიკურ სისუსტეს.
ამგვარი თამაშები განსაკუთრებით საზიანოა ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მქონე მოზარდებისთვის. ერთ ჩაკეტილი ტიპის ფსიქიატრიულ კლინიკაში ფსიქოლოგების მიერ იქნა ჩატარებული მცირეწლოვანი ბოროტმოქმედების გამოკითხვა და დადგინდა, რომ ყველა მათგანი განუწყვეტლივ თამაშობდა ძალადობის შემცველ კომპიუტერულ თამაშებს.
ბავშვი და მოზარდი მაშინ ხდება კომპიუტერული თამაშების მსხვერპლი, როდესაც რეალურ სამყაროს არ შეუძლია მათთვის სხვა სრულფასოვანი საქმიანობის შეთავაზება. არ არის საჭირო კომპიუტერისთვის ბრძოლის გამოცხადება, ეს კარგს არაფერს მოიტანს, რადგან მას უდიდესი სარგებლობის მოტანაც შეუძლია. უმჯობესია, ჩავწვდეთ საკუთარი შვილების ნამდვილ მისწრაფებებს – და გამოვნახოთ დრო და საშუალება იმისათვის, რომ დავუთმოთ მათ დრო, მოვუსმინოთ, ერთად ვითამაშოთ.
ინტერნეტისგან თავის დასაცავი აბები ჯერჯერობით აფთიაქში არ იყიდება. ამიტომ ერთადერთი გზა ხსნისა თვითკონტროლია – შეეცადეთ მხოლოდ მაშინ ეწვიოთ ინტერნეტს, როდესაც ის აუცილებლად გჭირდებათ.
ბევრი ადამიანი დარდობს წიგნის მომავალზე. შეიძლება რომ წიგნი რამემ შეცვალოს?“
19–ე საუკუნეში მეგონა თავი ... :) საკლასო ოთახში კომპიუტერი უნდა იყოს და ინტერნეტი, 21–ე საუკუეში ვართ და ინფორმაციის მოძიება, პროექტის დამუშავება, კრიტიკული აზროვნების განვითარება, ხელმისაწვდომობა ელექტრონულ წიგნებსა და ვიდეო პორტალებზე, ესაა თანამედროვე სამყაროში განათლების მიღების გზა და არა პაპირუსებსა და წიგნებზე დაცული ინფორმაცია... კომპიუტერი სამწუხაროდ აღიქმება კომპიუტერული თამაშებთან რაც სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. სკაიპი მხოლოდ საჭორაო პროგრამად აღიქმება და არა ენის შესასწავლად, მე მყავს ბევრი მოსწავლე რომლებიც სკაიპის საშუალებით თავიანთ ევროპელ თუ ამერიკელ თანატოლებს ესაუბრებიან, უყურებენ national geographic ან History channel ის სასწავლო შემეცნებით დოკუმენტურ ფილმებს....
ReplyDelete