როდესაც ადამიანი კომპიუტერზე 10 – 12 საათი მუშაობს/თამაშობს, ის უარს არ იტყოდა ტახტზე მოკალათებაზე და მისი საყვარელილექსების კითხვაზე” – უმბერტო ეკო.
კომპიუტერს წიგნზე მეტის გაკეთება შეუძლია, კომპიუტერით შეგიძლია მოძებნო ის ინფორმაცია, რისი მოძებნისთვისაც შეიძლება
Enable screen reader
დიდი დრო დაკარგო თუ ეძებ წიგნს, შეგიძლია ითამაშო თამაშები, შეხვიდე Youtube-ზე და უყურო ვიდეოებს, დაუკავშირდე შენ ნათესავს ან მეგობარს დედამიწის მეორე მხარეს… მაგრამ წიგნის შეუძლია ის, რასაც კომპიუტერი ვერ შეძლებს: კომპიუტერი წიგნს ვერ შეცვლის. რატომ? ეს მარტივია როდესაც წინ კომპიუტერი”გიდევს” და კითხულობ, თვალები ტყუილად გეღლება, არაფერს გრძნობ და რაიმეს ძლივს თუ იმახსოვრებ.(იგივეა ლეპტოპზეც) მაგრამ როდესაც სადმე ხარ მოკალათებული, წიგნიც კომფორტულად გიჭირავს, სულ სხვაგან ხარ, გონებით ჩაფლული ხარ წიგნში. შენ განიცდი იმას რასაც წიგნის გმირები განიცდიან. სულ სხვა განზომილებაში ხარ და აღარაფერი გახსოვს. მერწმუნეთ ამას კომპიუტერზე წიგნის კითხვით ვერ მიაღწევთ.................................
დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფროსები და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლავს წიგნს…..გთავაზობთ უმბერტო ეკოს საჯარო გამოსვლას…
ერთი ძველისძველი გადმოცემის თანახმად ,დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს – ტოტს შეუქმნია და ფარაონისათვის უთქვამს:ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას ,რაც შეიძლება დაავიწყდეთო.ფარაონი შეშფოთებულა ;ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ -ადამიანზე და უთქვამს:ეს(დამწერლობა) მოკლავს ამას(მეხსიერებას).ცხადია,დღეს წერასა და კითხვას აღარავინ უფრთხის,რადგან ადამიანები დარწმუნდნენ ,რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს არამედ აწრთობს,ძალას მატებს.
XV საუკუნეში ,როცა ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში” მოთხრობილი ამბები ხდებოდა,წიგნის ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო.მაშინ ადამიანთა აღზრდისთვის ძირითადად ტაძრის ფრესკებსა და ქანდაკებებს იყენებდნენ,წიგნს კი უნდობლობით ეკიდებოდნენ -ადამიანი ღმერთს არ დააშოროს ,ფუჭი ცნობისმოყვარეობა არ გაუღვივოსო.ამიტომაც მიუთითა ჰიუგოს რომანის პერსონაჟმა-აბატმა კლოდ ფროლომ-ჯერ წიგნზე ,შემდეგ ტაძარზე და ბრძანა: ეს (წიგნი) მოკლავს ამას (რწმენას).
ამის შემდგომ კარგა ხანი გავიდა .ახლა ვითარება შეიცვალა და თვით წიგნსაც გამოუჩნდნენ კონკურენტები:ჯერ ფოტოგრაფიული გამოსახულება ამოძრავდა და კინოხელოვნება გაჩნდა ,შემდეგ კი ტელევიზორმა დაიპყრო ქვეყანა.ამიტომაც ახლა ადამიანთა შიში წიგნის მომავალს დაუკავშირდა.დღეს ჯერ კომპიუტერზე მიუთითებენ ,შემდეგ წიგნზე და კვლავ იმავე ფრაზას იმეორებენ : ეს (კომპიუტერი) მოკლავს ამას (წიგნს).ნუთუ მართლა ასე უნდა მოხდეს?აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ :არსებობს ორგვარი წიგნი:საკითხავი და საცნობარო.პირველს ჩვეულებისამებრ ,თავიდან ბოლომდე ვკითხულობთ;მეორეს(ცნობარებს ,ენციკლოპედიებს……) კი ხანგამოშვებით ვაკითხავთ,რათა საჭირო ცნობები ამოვიკითხოთ.კომპიუტერს შეუძლია მეორე სახის წიგნი შეცვალს ,მაგრამ პირველს ვერ შეცვლის !!! წიგნის უპირველესობა დადებითად ფასდება, რამეთუ შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე აგრეთვე კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რათა არაჩვეულებრივ და უაღრესად საინტერესო მასალას მოუყაროს თავი. აღნიშნული პროექტი სტიმულის მიმცემი იქნება სხვა მოსწავლეებისათვის, თავისუფლად გამოიყენონ წიგნი და კომპიუტერი ერთობლივი კონკურსებისა თუ კონფერენციებისათვის. თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურადშეუძლებელია. კომპიუტერი საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსათვის. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, მაინც არის იმგვარი მიზეზი, რაც კომპიუტერთან ფრთხილ დამოკიდებულებას გვაფიქრებინებს. უწინარეს ყოვლისა საქმე კომპიუტერთან ბავშვის ურთიერთობას შეეხება. კომპიუტერი ადამიანებისათვის მხოლოდ დამხმარე საშუალება არ არის. მასზე თამაშიც შესაძლებელია. თუკი ადრე მეგობარს ირჩევდი და მასთან ცოცხალი ურთიერთობით ცდილობდი თამაშის პირობების დაცვით გამარჯვებისათვის მიგეღწია, დღეს საუკეთესო მეგობრობას თვით კომპიუტერი გიწევს. არც კი არის საჭირო ვინმე საიმედო პარტნიორის მონახვა. ამ ფუნქციასაც კომპიუტერი ასრულებს. შესაბამისად ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი ჩლუნგდება. რას ნიშნავს "მოდაში არ არის"განა რას შეუძლია შეცვალოს წიგნი? თქვენი აზრით საიდან იღებენ მეტ ცოდნას ბავშვები. რამდენი ბავშვი კითხულობს წიგნს. რამდენი იღებს ინფორმაციას წიგნიდან. რა მოსწონთ წიგნიდან და რა მოსწონთ კომპიუტერიდან. ვაწარმოოთ კვლევა. მოვძებნოთ გამოსავალი. რა ღონისძიებები დავსახოთ ქვემოთ მოცემული ფორმულის განსახორციელებლად:
დღეს თითქმის ყველა ბავშვისთვის კომპიუტერი უკვე ჩვეულებრივი ნივთია. ის მას აღარ აოცებს, შეიძლება ითქვას, როგორც კვლევის ობიექტს ისე უყურებს. მშობლებს კი როგორც წესი, ბავშვის კომპიუტერით გატაცება, მასთან ხანგრძლივი დროის გატარება, ხშირ შემთხვევაში უფრო გვაღელვებს, ვიდრე გვახარებს.
მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე, ვცდილობთ სპეციალურ ლიტერატურას გავეცნოთ და შეძლებისდაგვარად შვილები მოვარიდოთ ხანგრძლივად კომპიუტერთან ყოფნას. მნიშვნელოვანი დასკვნა რაც გამოვიტანეთ ასეთია – პირველ რიგში სჯობს თავიდანვე განვსაზღვროთ დრო, რომელსაც ბავშვი კომპიუტერთან ატარებს.
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ 6 წლამდე ბავშვი კომპიუტერთან 10-15 წუთზე მეტხანს არ უნდა იმყოფებოდეს. თანაც ყოველდღე არა. 7-8 წლის ასაკში შეზღუდვა 30-40 წუთს შეადგენს. 11 წლის რომ გახდება შეიძლება საათნახევარიც დავსვათ. თან შევამოწმოთ, ხომ არ ირეკლავს ეკრანი შუქს დიდი ფანჯრებიდან ან სინათლის მკვეთრი წყაროებიდან. ეკრანს დავაკვირდეთ მაშინ, როცა კომპიუტერი ჩართულია. თუ ეკრანზე შუქის მკვეთრი ანარეკლი ჩანს, აჯობებს ფარდა ჩამოვაფაროთ და შუქიც გამოვრთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შუქი ხელს შეუშლის გამოსახულების ხედვას. არ დაგვავიწყდეს კომფორტული ავეჯიც, თუ არ გვინდა, რომ ბავშვს კისერი და ზურგი ეტკინოს.
3 წლის პატარა შეგვიძლია გავართოთ განმავითარებელი კომპიუტერული თამაშებით. ეს საუკეთესო სტიმულია მეხსიერების და სწრაფი აზროვნების განვითარებისთვის. ასეთი თამაშების მთავარი გმირები ხომ უმეტესწილად კარგად ნაცნობი ზღაპრების და საყვარელი მულტფილმების პერსონაჟები არიან.
ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ კომპიუტერი ბავშვის მხედველობას აზიანებს. ასეც არის, უფროს ადამიანსაც ხომ ეღლება თვალები კომპიუტერთან ხანრძლივი მუშაობის მერე. ჰოდა, გვახსოვდეს, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. მაგრამ თუკი დროის ასაკობრივ ნორმებს დავიცავთ, არანაირი საფრთხე ჩვენი შვილების მხედველობას არ დაემუქრება.
ბებიები იმასაც ამბობენ, რომ კომპიუტერი რადიაციას ასხივებს. ბუნებრივია, რომელი მშობელი დასვამს თავის შვილს გამოსხივების წყაროსთან? თანამედროვე მონიტორები საერთოდ არაა რადიოაქტიური, მცირე რენტდგენის გამოსხივება კი არ აღემატება ბუნებრივი რადიაციული ფონის დონეს. დღეს რენტგენის გამოსხივების გაზომვამ აჩვენა, რომ ის დედამიწის ფონის დონეზეა. კარგი ხარისხის კომპიუტერის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ასევე შეესატყვისება ნორმატივებს. თუმცა დაბალი ხარისხის კომპიუტერის გვერდითი და უკანა კედლებიდან დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონე შიძლება მომატებული იყოს. ოთახში, სადაც კომპიუტერი დგას, გარდა ამისა იცვლება ჰაერის ფიზიკური მახასიათებლები: ტემპერატურა შეიძლება 26-27 გრადუსამდე ავიდეს, შეფარდებითი სინოტივე კი ნორმაზე დაბლა იყოს 40-60%–მდე. ამასთანავე ჰაერი იონიზირდება, რაც ზრდის დადებითი (მძიმე) იონების რაოდენობას, რაც უარყოფითად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე. იონები ილექება ჰაერში და ხვდება სასუნთქ გზებში. ზოგი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან და რეაგირებენ ჰაერის ასეთ ცვლილებაზე. ამისგან ჩნდება ყელის სიმშრალე, ხველაც.
მშობლებმა კომპიუტერი არ უნდა აღვიქვათ როგორც თავისუფალი დროის მიღების საშუალება. თუკი ბავშვს ჩავურთავთ განმავითარებელ თამაშს, მასთან ერთად ვითამაშოთ. მოზრდილ ბავშვებს ასეთი რამეები აღარ მოსწონთ, სროლებით და ჩხუბის სცენებით სავსე თამაშებში ებმებიან. არადა, ლოგიკური აზროვნების განმავითარებელი სიუჟეტური თამაშები ნამდვილად მოიძებნება ბაზარზე და ინტერნეტ სივრცეში.
კომპიუტერთან არც ისე ხანგრძლივი დროის გატარება, 1-2 საათი, მოზარდების 73% იწვევს მხედველობის დაღლას, იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი სასწავლო გაკვეთილები დაღლილობას იწვევს მოზარდების მხოლოდ 54%-ში. კომპიუტერით გატაცებისას, როცა დიდ ემოციურ აღმავლობას განიცდიან, ბავშვები ვერც კი გრძნობენ დაღლას და განაგრძობენ გართობას. და თამაშის დროს ხომ საერთოდ საათობით ვერ წყდებან კომპიუტერს და ვერც დაღლილობას გრძნობენ. დღეს პაწაწინა ბავშებიც კი კომპიუტერთან სხედან. ხშირად კონტროლის გარეშეც. ამის შედეგად, საღამოს ბავშვი აღგზნებულია, გაღიზიანებული და უმართავიც კი. და როდესაც ბოლოსდაბოლოს დაიძინებს, წუხს: ხშირად იღვიძებს და მშობლებსაც აღვიძებს. დამნაშავე კი საყვარელი კომპიუტერია.
არსებობს კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორი, რომლის ზემოქმედებაზეც რატომღაც იშვიათად ვფიქრობთ. 5-6 წლის ბავშვის ორგანიზმი აქტიურად ვითარდება. ბავშვს კომპიუტერთან მუშაობის დროს უწევს თანდათანობით გართულებული სივრცული და ლოგიკური ამოცანების ამოხსნა. ამისთვის კი საჭიროა ქონდეს საკმაოდ განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება, შედარების, შეფარდების, ანალიზის უნარი, მოკლე დროში უნდა გამოავლინოს თავისი ცოდნა და უნარ–ჩვევები. ეს კი მნიშვნელოვან გონებრივ და მხედველობით დაძაბულობას მოითხოვს, რადგან ბავშვს საკმაოდ ახლო მანძილიდან უწევს ეკრანზე დააკვირდეს პატარა ასოებს, ნახატებს, ციფრებს და შტრიხებს. თან მზერა პერიოდულად გადააქვს ეკრანიდან კლავიატურაზე და ამიტომ თვალის კუნთები ეძაბება. ამას ემატება ეკრანის შუქის პულსაცია. ამგვარად, თვალის დატვირთვა კომპიუტერთან მუშაობის დროს არსებითად განსხვავდება სხვა ტიპის მხედველობითი დატვირთვისგან – კითხვისგან, ან თუნდაც ტელეგადაცემის ყურებისგან. ამას დავუმატოთ მჯდომარე პოზაც, რომელიც ზრდის სტატიკურ დატვირთვას და ამცირებს თანამედროვე ბავშვების ისედაც დაბალ ფიზიკურ აქტივობას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ნერვულ – ემოციური დაძაბულობაა. საიდუმლო არაა, რომ კომპიუტერულ თამაშებს თან ახლავს ძლიერი ნერვიული დაძაბულობა, რადგან მოითხოვს სწრაფ საპასუხო რეაქციას. ნერვული პროცესების მოკლეხნიანი კონცენტრაცია ბავშვში აშკარა დაღლას იწვევს. კომპიუტერთან მუშაობისას ის თავისებურ ემოციურ სტრესს განიცდის. დაღლილობას თავიდან ავიცილებთ, თუკი შევზღუდავთ კომპიუტერთან ბავშვის ყოფნის დროს, ჩავუტარებთ თვალის ვარჯიშებს (ოფთალმოტრენაჟი), სწორად მოვაწყობთ სამუშაო ადგილს, გამოვიყენებთ ბავშვის ასაკის შესაფერ ხარისხიან პროგრამებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ შფოთვა, დაბნეულობა, დაღლილობა გამოვლენას იწყებს კომპიუტერთან ყოფნის მე–14 წუთზე, ხოლო 20 წუთის შემდეგ ბავშვების 25% აღენიშნებათ უსიამოვნო მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის და მხედველობითი აპარატის. ახლა წარმოვიდგიმოთ რა ემართება ბავშვს, რომელიც საათობით, კონტროლის გარეშე კომპიუტერს უზის. ჯანმრთელობას რომ ზიანი არ მიაყენოს, ბავშვი შეიძლება კომპიუტერთან დავსვათ15 წუთი. თანამედროვე ოპერაციულ სისტემებში არსებობს ინტერნეტში შესვლის შეზღუდვის ფუნქცია, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ მშობლებმა მაშინ, როცა ჩვენი შვილი მარტოა სახლში.
თვალის დაღლილობის ეფექტური პროფილაქტიკა არის მხედველობის ვარჯიში. ბავშვი თავს წევს მაღლა და წარმოიდგენს რომ პეპელა დაფრინავს ოთახში, თვალს ადევნებს მას, როგორ დაფრინავს ოთახის ერთი კუთხიდან მეორისკენ, ისე რომ თავს არ ანძრევს – მხოლოდ თვალები მოძრაობს.
ერთი სიტყვით, თუ კარგი ხარისხის კომპიუტერს შევიძენთ, მაშინ მთელი რიგი პრობლემების აცილება შეიძლება. ამასთანავე, ვეცადოთ დავიცვათ უსაფრთხოების რამდენიმე წესი: კომპიუტერი მოვათავსოთ ოთახის კუთხეში, ან კედელთან. ყოველ დღე სველი წესით უნდა დავალაგოთ ოთახი, სადაც კომპიუტერი დგას. ამიტომ არ ღირს ხალიჩის დაგებაც. კომპიუტერთან მუშაობის დაწყებამდე და მერეც, ეკრანი გავწმინდოთ ოდნავ ნოტიო ჩვარით. ითვლება, რომ კაკტუსი ამცირებს კომპიუტერის ნეგატიურ გავლენას. ხშირად გავანიავოთ ოთახი, შეგვიძლია სადმე დავდგათ აკვარიუმი და სხვა წყლიანი ჭურჭელი, რაც თურმე ზრდის ჰაერის სინოტივეს. მნიშვნელოვანია ავეჯი შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლეს. სკამი აუცილებლად საზურგით უნდა იყოს. ბავშვი კომპიუტერთან უნდა იჯდეს არანაკლებ 50-70 სმ დაშორებით, ისე რომ მზერა მიმართული ქონდეს ეკრანის ცენტრის პერპენდიკულარულად. უნდა იჯდეს სწორად, ან ოდნავ წინ გადახრილი.
No comments:
Post a Comment