prezentacia

prezentacia

Thursday, June 7, 2012

გვაქვს კომპიუტერი ესეგი გვაქვს

გაქვს კომპიუტერი და ინტერნეტი ნიშნავს, რომ:

გაქვს უსწრაფესი და უიაფესი, უწყვეტი კავშირი გარესამყაროსთან და შესაძლებლობა, მიიღო და გადასცე ახალი ამბავი დაუყოვნებლივ
გაქვს შესაძლებლობა იხილო მსოფლიო სახლიდან გაუსვლელად და გაგიჩნდეს სწრაფვაშეცვალო შენი უშუალო გარემო უკეთესობისკენ
გაქვს შესაძლებლობა პოპულარიზაცია გაუწიო საკუთარ სოფელს, კუთხეს, ქალაქს და ქვეყანას ნებისმიერი მაშტაბით
გაქვს შანსი იპოვო თანამოაზრეები ნებისმიერ საკითხზე
გაქვს ინტერესი იცოდე უფრო და უფრო მეტი, რადგან ყოველ წამს ეჯახები რეალობას, რომ ინფორმაცია ამოუწურავია და შენ ჯერ კიდევ არაფერი არ იცი
გაქვს სურვილი ისწავლო ახალი ენა, რადგან ინფორმაცია ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერ ერთ ენას შეუძლია დაიტიოს და გადმოსცეს
გაქვს შესაძლებლობა შექმნა და გაყიდო პროდუქტი/მომსახურება სახლიდან გაუსვლელადდა ამისთვის მთავარი, რაც გჭირდება – აზროვნების უნარი და მიზანია
გაქვს შესაძლებლობა გამოხატო საკუთარი აზრი თამამად და შეუზღუდავად ხმით და ვინაობის გამჯღავნებით თუ ვერა, წერილობით და ანონიმურად მაინც
გაქვს შანსი, გააკეთო ბევრი რამ თითქმის იმავე ტემპში, როგორითაც დანარჩენი, უკეთესი მსოფლიო ცხოვრობს და არ დაკარგო დრო, რომელიც ახლა ბევრად უფრო სწრაფად გადის, ვიდრე ადრე
და ასე უსასრულოდ

No comments:

Post a Comment