კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამამუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
სწორედ ამ “ჯადოსნურ მანქანას” უკავშირდება დისკუსიები იმის შესახებ კარგია თუ არა მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ზოგიერთი ადამიანი კომპიუტერს რაღაც ცრუ რწმენით უდგება. არის იმგვარი გართულებული შემთხვევებიც, როდესაც გამორთული კომპიუტერიც კი საშიშად არის მიჩნეული. ამგვარი ადამიანები კომპიუტერის ყოველგვარი გამოყენების წინააღმდეგნი არიან, რაც, თავის მხრივ, რადიკალიზმის თავისებური გამოვლინებაა და არანაირად არ ეთვისება ეკლესიურ აზროვნებას.ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ კომპიუტერი მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მანქანაა, რომელსაც თავისი შესასრულებელი ფუნქციები აკისრია. ის ადამიანმა შექმნა და ისევე, როგორც ყველა სხვა გამოგონებისა თუ ნივთის მოხმარება შეიძლება როგორც სასიკეთოდ, ასევე ცუდი მიზნისათვის, ასევეა კომპიუტერიც. ტექნიკური პროგრესი თავისთავად არ არის ცუდი. არსებითი ის არის, თუ ადამიანის მიერ რა მიზნით იქნება გამოყენებული. მაგალითისათვის შესაძლებელია მივუთითოთ ისეთ უბრალო სამუშაო იარაღზე, როგორიც არის ნიჩაბი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სამშენებლო დანიშნულებისათვის, ასევე ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის მისაყენებლად.ყველაფერთან ერთად, ერთი რამეც არის მნიშვნელოვანი. თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურად შეუძლებელია. კომპიუტერი საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადსხვა სფეროსათვის. კომპიუტერებით ხდება ბიბლიოთეკის კატალოგებით მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაღალდების ზღვაში ჩავიძირებოდით; კომპიუტერით ხდება ათასობით მაღალხარისხიანი წიგნის გამოცემა, ურომლისოდაც თავად წიგნის წარმოების პროცესი გაჭიანურდებოდა და შედეგად მრავალ სფეროში წინსვლა შეფერხდებოდა; კომპიუტერით ხდება სახელმწიფო უშიშროებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა და ა. შ კომპიუტერი რამოდენიმე წლის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მაგრამ დღეს იგი აუცილებლობაა. კომპიუტერთან ურთიერთობა უკვე თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს: სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სამსახურში.
21-ე საუკუნეში კომპიუტერი ითავსებს წიგნის, კალმის, ტელევიზორის, ტელეფონის, ინსტრუმენტის და ფუნჯის როლსაც კი. კომპიუტერით შეიძლება იშოვო მილიონები თუ არა ცოლი/ქმარი მაინც. ეს არის დღევანდელი რეალობა
კომპიუტერის დანიშნულება მართლაც რომ მრავალგვარია, თანამედროვე სამყაროშიი კომპიუტერი არის ცივილიზაციის მამოძრავებელი ბირთვი რომელიც ხელთ გვიპყრია. მისი მეშვეობით შეიძლება ინფორმაციის მოძიება, გავრცელება, აგრეთვე დიდი სიწრაფით დამუშავება და რაგა თქმა უნდა რაც ყველაზე უმთავრესია ტექნოლოგიების მართვა, აქედან აგსანიშნავია მიგწევები სამედიცინო სფეროში. კომპიუტერის მეშვეობით აგმოჩენილია მრავალი მანამდე განუკურნებელი დაავადები წამალი და ტექნიკა რომელსაც შეუძლია ძალიან მძიმე დაავადებათა განკურნება. გარდა ამისა კომპიუტერის საშუალებით აკვირდებიან დედამიწას და პროგნოზირებენ ამინდს რაც შტორმის ან სხვა სახის ამინდის გაუარესების შემთხვევაში იძლევა ადამიანთა გადარჩენის საშუალებას. ამის გარდა კიდევ მრავალი რამის თქმა შეიძლება კომპიუტერზე მაგრამ ჩემთვის გამორჩეული ეს ღირსებებია, რადგან ადამიანის გადარჩენა ყველაზე კეთილშობილური მიზანია რაც შეიძლება ამოძრავებდეს ადამიანს. ამ ღირსებებისა მას აქვს რათქმაუნდა ნაკლიც და თან არაერთი. ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაკლი ისაა რომ მან ჩაანაცვლა ადამიანი და ახლა თითოეულ ჩვენგანს კომპიუტერთან უფრო მეთი დრო აქ გატარებული ვიდრე თუნდაც მეგობრებთან, რაც თავის მხრივ გრძნობების გაციებას, ადამიანურობის შესუსტებას იწვევს.მეორე რაც უნდა აღინიშნოს ისაა რომ მან ახალგაზრდობის უმრავლესობაში გამოდევნა წიგნის კითხვის საჭიროება, რაც შესაძლოა ტრაგედიის მიზეზიც გახდეს. კომპიუტერის მეშვეობით ვიკვლევთ სამყაროს ვცდილობთ მივაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს მაგრამ უმთავრესი ადამიანურობის შენარჩუნებაა და სწორედ ეს ავიწყდებათ ადამიანებს. მე ვეთანხმები მოსაზრებას რომ "საიდუმლო მხოლოდ მანამდეა მიმზიდველი სანამ საიდუმლოა" და თუ ჩვენ იმაზე მეტს გავიგებთ ვიდრე ეს საჭიროა ვფიქრობ ეს ჩვენ ცხოვრებას აზრს დაუკარგავს... ჩემი დასკვნა კი შემდეგნაირია, კომპიუტერი მართლაც სასარგებლოა მაგრამ მხოლოდ მისი სწორად წარმართვისა და საზთვრების დაცვით. რადგან როგრი მიგწევებიცა გვაქვს მედიცინაში ანალოგიურად ვითარდება იარაღიც აგრესიაც, რაშიც დიდი წვლილი კომპიუტერსმიუძღვის.
No comments:
Post a Comment